ვენეციის კომისიამ დღეს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ კანონპროექტი არსებული ფორმით არ უნდა იყოს მიღებული და დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის შესწორებული ვარიანტი ოლიგარქიზაციის პრობლემის არც დემოკრატიულ და არც ეფექტურ პასუხად არ შეიძლება განიხილებოდეს.
დასკვნაში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს, დაამტკიცოს „სისტემურის“ გარდა, როგორ და რამდენად საჭიროა ის პერსონალური ზომები, რომლებიც რჩება შესწორებულ კანონპროექტში, ოლიგარქიული გავლენის არა მხოლოდ ნაწილობრივ, არამედ მთლიანად დასაძლევად. მმართველი პარტიის მიერ შემუშავებული
დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი უკრაინული კანონის ანალოგიურია. უკრაინულ კანონს რამდენიმე თვის წინ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ოლიგარქების წინააღმდეგ თამამი კანონი უწოდა.
„უკრაინამ შეიმუშავა თამამი კანონი ოლიგარქების წინააღმდეგ, კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ. ფაქტობრივად, ეს არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ეს გააკეთა. ეს კარგია“, - ამბობდა ურსულა ფონ დერ ლაიენი.