ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ რა თქმა უნდა ხელისუფლებასაც აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა. ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში ჩვენ პრეზიდენტის ვეტოს დავძლევთ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მართლა გასაკვირია, მართლა წარმოუდგენელია ნებისმიერი ადამიანის, იქნება ჩვენი ოპონენტი, სავალუტო ფონდის წარმომადგენელი თუ სხვა, რომელიც გაოგნებას გამოხატავს ამ ცვლილებიდან გამომდინარე. თურმე გაოგნებას იწვევსის, რომ როგორ შეიძლება ეროვნულ ბანკს, მის პრეზიდენტს ჰყავდეს პირველი მოადგილე. გასაკვირი ამბავია, რომ აი, ამ ერთ დეტალზე ასეთი მსჯელობა მიმდინარეობს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტში, პრეზიდენტის ვეტოზე კენჭისყრა მიმდინარე სასესიო კვირას გაიმართება. მანამდე კი ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტზე სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნები საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს და მხარი არ დაუჭირეს. მმართველი გუნდის განმარტებით, პრეზიდენტი სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირებას საფრთხეს უქმნის.