„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა დავით კირკიტაძემ პლენარულ სხდომაზე უმრავლესობას მიმართა.
„თქვენ ხომ ყველაზე კარგად აცნობიერებთ, რომ ევროკავშირში არ ელოდებიან ქვეყნებს, რომლებსაც ჰყავთ პოლიტიკური პატიმრები. იმ ადამიანს, ვისაც ამ საკითხის გადაწყვეტა ევალება, მინდა შევახსენო ერთი რამ და ეს არის ბუნების კანონზომიერება - ეს დაგვემართა ჩვენ, დაემართა წინა ხელისუფლებასაც, იმის წინასაც, რომ რა შეცდომებიც დაგვიშვია, პირველ რიგში, ეს იყო სასამართლოსთან დაკავშირებული, ეს შეცდომა მოგვიტრიალდა ჩვენ ყველაზე მწარედ და ყველაზე მწარედ ვიწვნევთ ამის შედეგებს. ის შეცდომა, რომელსაც თქვენ უშვებთ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით, ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანს მივმართავ, აუცილებლად მოგიბრუნდებათ ძალიან მწარედ“, - განაცხადა კირკიტაძემ.