ირაკლი კობახიძე: ხელისუფლება, პირველ რიგში პრემიერ-მინისტრი აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი

ირაკლი კობახიძე: ხელისუფლება, პირველ რიგში პრემიერ-მინისტრი აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი

პრემიერი დღესაც მიფრინავს ბრიუსელში და ამ ყველაფრის მთავარი მიზეზია ის, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. ხელისუფლება, პირველ რიგში პრემიერ-მინისტრი აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მთავარია, საქმეში კიდევ ერთხელ არ ჩაერთოს გლობალური ომის პარტია.

„ვიდრე ოპოზიცია ახორციელებს საბოტაჟს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არ მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი, პრემიერი, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭოს.

შანსები არის ორმოცდაათი-ორმოცდაათზე, იმიტომ რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს რომ იყოს ტექნიკური, ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, ჩვენი შანსები იქნებოდა 100%-იანი, მაგრამ რადგან ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ის ყოველთვის არის ორმოცდაათი-ორმოცდაათზე. ჩვენთვის მთავარია, საქმეში კიდევ ერთხელ არ ჩაერთოს გლობალური ომის პარტია. მას შეუძლია 27 ქვეყნიდან ერთი გარეთ გამოწიოს და ამ შემთხვევაში საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭება, რაც მოხდა დაახლოებით წინა შემთხვევაში, ივნისში როდესაც ჩვენ უსამართლოდ არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი. იმედია, ამ შემთხვევაში გლობალური ომის პარტია საქმეში არ ჩაერთვება და ასეთ შემთხვევაში ჩვენ, ძალიან მაღალი ალბათობით მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.