ირაკლი ქადაგიშვილი ვენეციის კომისიის დასკვნაზე: დადებითად არის შეფასებული ის, რომ ჩვენ პირველი დასკვნის შემდეგ ყველა ძირითადი საკვანძო რეკომენდაცია გავითვალისწინეთ

ირაკლი ქადაგიშვილი ვენეციის კომისიის დასკვნაზე: დადებითად არის შეფასებული ის, რომ ჩვენ პირველი დასკვნის შემდეგ ყველა ძირითადი საკვანძო რეკომენდაცია გავითვალისწინეთ

მმართველი პარტიის მიერ შემუშავებულ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებული დასკვნა ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკასთან “ შეაფასა. როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, კომისიის ექვსივე რეკომენდაცია გაზიარებული და მოწონებულია.

„დასკვნა მოსულია, დადებითად არის შეფასებული, რომ პირველი დასკვნის შემდეგ ჩვენ გავითვალისწინეთ ყველა ძირითადი საკვანძო რეკომენდაცია, ამიტომ ჩვენ ახლა ამ კანონს მივიღებთ მაგრამ, ამას შევთავაზებთ ევროკომისიას, რომ მათგან მივიღოთ საბოლოო პირობა. საკითხი დგას ასე - გვინდა თუ არა ამ კანონის მიღება და ეს საბოლოო ჯამში რეკომენდაციის გამცემმა უნდა გვითხრას“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მმართველი პარტიის მიერ შემუშავებულ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე ვენეციის კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ კანონპროექტი არსებული ფორმით არ უნდა იყოს მიღებული და დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის შესწორებული ვარიანტი ოლიგარქიზაციის პრობლემის არც დემოკრატიულ და არც ეფექტურ პასუხად არ შეიძლება განიხილებოდეს.