პარლამენტი „ეროვნული ბანკის შესახებ" კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მიმდინარე კვირაში დაძლევს. ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„საქართველოს ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, რომ ეროვნული ბანკის მართვა ხორციელდებოდეს სწორად და კომპეტენტური, დამოუკიდებელი კადრებით იყოს დაკომპლექტებული. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო უნდა იყოს დაძლეული და ჩვენ მიმდინარე კვირაში ვეტოს დავძლევთ. ერთადერთი განსხვავება რაც არის ჩვენს პოზიციას და პრეზიდენტის შენიშვნებს შორის არის ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის საკითხი. ამ ერთმა საკითხმა გამოიწვია კამათი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველა კრიტიკა ამასთან დაკავშირებით არის სუბიექტური, ამიტომ საქართველოს პარლამენტი ვეტოს დაძლევს“, - განაცხადა მდინარაძემ.