ქართველებისთვის მთავარი ვექტორი ახლა არის ევროპა, ეს ვექტორი არ შეცვლილა და თუ ჩვენ მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება ამ ვექტორის დამსახურება, - ამის შესახებ ჰერმან საბომ განაცხადა. „გირჩის“ წევრმა 12 რეკომენდაციის შესრულებისადმი ოპოზიციის ნაწილის დამოკიდებულებაზეც ისაუბრა.
„ოპოზიციას თავისი პრობლემა აქვს, რა თქმა უნდა, ამ სიტუაციაში. ის, რომ არ შემოვიდნენ სამუშაო ჯგუფებში და „ქართულ ოცნებას“ აჩუქეს არგუმენტი „მარტო რას ვიზამდითო“. ამას ხაზს უსვამენ ევროპელები. ყოველთვის, როდესაც ხელისუფლებას აკრიტიკებენ, იქვე ოპოზიციის იმ ნაწილსაც აკრიტიკებენ, რომლებმაც თავისი როლი ბოლომდე ვერ შეასრულეს. ოპოზიციის ნაწილმა თავისი ქცევით დაიმსახურა „ქართულ ოცნებაზე“ არანაკლებ გულისწყრომა ევროპელების თვალში“, - აცხადებს საბო.