„ქართული ოცნების“ კონფერენციაზე ყაზბეგისა და თიანეთის ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს

„ქართული ოცნების“ კონფერენციაზე ყაზბეგისა და თიანეთის ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს

მცხეთა-მთიანეთის მხარეში „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები, რომელზეც ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს, დასრულდა.

ყაზბეგის ორგანიზაციას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით ქირიკაშვილი უხელმძღვანელებს;

თიანეთის ორგანიზაციას - თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან წიკლაური;

დუშეთის ორგანიზაციას - დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, კახაბერ ჩიტაური;

მცხეთის ორგანიზაციას - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, დიმიტრი ზურაბიშვილი.

მცხეთა-მთიანეთის გარდა, „ქართული ოცნების“ კონფერენციები  აჭარაში, სამცხე-ჯავახეთსა და თბილისში გაიმართა.

ქვეყნის მასშტაბით, სულ 73 პარტიული კონფერენცია ჩატარდება.