მამუკა მდინარაძე: სახალხო დამცველის მოადგილის პოზიციას არ ვიზიარებ, რადგან „ენჯეო“ სექტორის ის წარმომადგენლები, რომლებზეც სავარაუდოდ ის საუბრობდა, პირიქით, ხელს უშლიან რეკომენდაციების შესრულებას

მამუკა მდინარაძე: სახალხო დამცველის მოადგილის პოზიციას არ ვიზიარებ, რადგან „ენჯეო“ სექტორის ის წარმომადგენლები, რომლებზეც სავარაუდოდ ის საუბრობდა, პირიქით, ხელს უშლიან რეკომენდაციების შესრულებას

სახალხო დამცველის მოადგილის პოზიციას არ ვიზიარებ, ის როგორც ჩანს შეეცადა ნეიტრალური ყოფილიყო. სინამდვილეში „ენჯეო“ სექტორის ის წარმომადგენლები, რომლებზეც სავარაუდოდ ის საუბრობდა, პირიქით, ხელს უშლიან რეკომენდაციების შესრულებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მედიასთან განაცხადა.

„ისინი იბრძვიან ამ რეკომენდაციების შესრულების წინააღმდეგ ჩვენი პატივცემული რადიკალური ოპოზიციის მხარდამხარ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.