WSJ: გერმანელი გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადზე“ დივერსიის მოწყობისას ოპერაციულ ბაზად პოლონეთი გამოიყენეს

WSJ: გერმანელი გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადზე“ დივერსიის მოწყობისას ოპერაციულ ბაზად პოლონეთი გამოიყენეს

გერმანელი გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადზე“ დივერსიის მოწყობისას ოპერაციულ ბაზად პოლონეთი გამოიყენეს. ამის შესახებ Wall Street Journal-ი წერს.

საქმე ეხება შარშან, სექტემბერში გაზსადენზე მომხდარ დაზიანებას. გამოცემის ცნობით, გერმანელმა გამომძიებლებმა სრულად დაადგინეს 15-მეტრიანი იახტის, „ ანდრომედას“ მარშრუტი, რომელიც, სავარაუდოდ, რუსულ გაზსადენზე დივერსიის მოსაწყობად გამოიყენეს.

როგორც გაირკვა, იახტა ყველა იმ წერტილში იმყოფებოდა, სადაც მილსადენზე აფეთქებები მოხდა, მანამდე კი ის პოლონეთის ტერიტორიულ წყლებში დააფიქსირეს.

ახალი ინფორმაცია ამყარებს ეჭვს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენზე დივერსია უკრაინელებმა მოაწყვეს, რასაც ოფიციალური კიევი ამ დრომდე კატეგორიულად უარყოფს.

ლაზი ზამთარი არც ისე შორს არის. ალბათ საცავებს ვერ ავსებენ და ისევ რუსული გაზი გაახსენდათ. თუ გაუჭიდათ, გერმანელები არც პოლონელებს დაიდობენ და არც უკრაინელების გამო გაიყინავენ თავს.
2 წლის უკან