ყველა ოპოზიციურ პარტიას ვუსურვებ წარმატებას მეორე ადგილისთვის ბრძოლაში. ყველას ვუსურვებ რომ 1%-დან ავიდნენ 2%-ზე, 2%-დან - სამზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განუცხადა.
„ყველა ოპოზიციურ პარტიას ვუსურვებ წარმატებას მეორე ადგილისთვის ბრძოლაში. ყველას ვუსურვებ რომ 1%-დან ავიდნენ 2%-ზე, 2%-დან - სამზე. ესაა მათი დღევანდელი მოცემულობა. ეს მათი საქმეა, ერთმანეთში კონკურენცია. დღეს ისინი ერთმანეთში იბრძვიან მეორე ადგილისთვის. ებრძვიან არა „ქართულ ოცნებას“ იმისთვის, რომ აიღონ პირველი ადგილი, მათ კარგად იციან, რომ ამის არავითარი შანსი არ აქვთ. ისინი ერთმანეთს ებრძვიან მეორე ადგილისთვის. ეს მათი საქმეა, ეს არ არის ჩვენი საქმე“, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, წინა არჩევნებზე „ნაციონალურ მოძრაობას 30% ჰქონდა. ახლა მათი რეიტინგი 19%-ზეა ჩამოსული.