მარინა კალიურანდი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომის შესახებ: წლებია ასე ღიად და გულწრფელად არ გვისაუბრია, ეს სიგნალია ჩემთვის, რომ არსებობს შანსი წინ წახვიდეთ, გამოიყენოთ შესაძლებლობის ფანჯარა

მარინა კალიურანდი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომის შესახებ: წლებია ასე ღიად და გულწრფელად არ გვისაუბრია, ეს სიგნალია ჩემთვის, რომ არსებობს შანსი წინ წახვიდეთ, გამოიყენოთ შესაძლებლობის ფანჯარა

მათ მოგვისმინეს, ჩვენს მიერ გაკეთებულ განცხადებებზე პასუხი დაგვიბრუნეს და დაიწყეს მასზე მუშაობა. ეს სიგნალია ჩემთვის, რომ ჯერ კიდევ არსებობს შანსი, რომ წინ წახვიდეთ, გამოიყენოთ შესაძლებლობის ფანჯარა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მე-12 სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„როდესაც კანდიდატის სტატუსზეა საუბარი, ვამბობთ რომ შესაძლებლობების ფანჯარა ღიაა. კომისიისგან გავიგეთ რომ ფინალური შეფასება იქნება სექტემბერ-ოქტომბერში და შემდეგ გადაეცემა საბჭოს. ბუნებრივია, ეს 12 პრიორიტეტი მნიშვნელოვანია და კომისიაც ზედმიწევნით შეასრულებს თითოეულ საკითხს. დღეს ბევრი არ მოგვისმენია კომისიისგან, რადგან, როგორც მათ გვითხრეს ისინი შეფასების პროცესში არიან. თუმცა, დავამატებ, რომ უფრო ფართო პოლიტიკური სურათი მნიშვნელოვანია. ჩემს ღია კომენტარებშიც აღვნიშნე, რომ არის რაღაცები, რაც უნდა შესრულდეს, მათ შორის სასამართლო-საარჩევნო რეფორმები. შეხვედრა ძალიან რთული და ამავდროულად ღია და გულწრფელი იყო, არ მახსენდება რომ წლების განმავლობაში ასე ღიად და გულწრფელად გვესაუბროს. ეს იყო დღევანდელი შეხვედრის ჭეშმარიტი ღირებულება, მათ მოგვისმინეს და ჩვენს მიერ გაკეთებულ განცხადებებზე პასუხი დაგვიბრუნეს და დაიწყეს მასზე მუშაობა. ეს სიგნალია ჩემთვის, რომ ჯერ კიდევ არსებობს შანსი, რომ წინ წახვიდეთ, გამოიყენოთ შესაძლებლობის ფანჯარა იმისთვის, რომ თავდაუზოგავად იმუშაოთ მომდევნო თვეებში, რომ მიაღწიოთ კანდიდატის გზას და გააგრძელოთ ევროპული გზა“, - განაცხადა კალიურანდმა.

ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მე-12 სხდომა გაიმართა. საპარლამენტო დელეგაციამ, ევროდეპუტატებთან ერთად, ყველა ის საკითხი განიხილა, რომლებიც აქტუალურია საქართველო- ევროკავშირის ურთიერთობებში. ყურადღება გამახვილდა 12 პუნქტის შესრულების პროცესზე.