გოგა ხაინდრავა: ჩინეთი, თურქეთი, უნგრეთი და საქართველო - 4 ქვეყანა, რომელიც სიმართლის თქმას ბედავს - დღეს ევროკავშირი თავისი თავის პატრონი არ არის, რასაც ეუბნებიან იმას აკეთებს

გოგა ხაინდრავა: ჩინეთი, თურქეთი, უნგრეთი და საქართველო - 4 ქვეყანა, რომელიც სიმართლის თქმას ბედავს - დღეს ევროკავშირი თავისი თავის პატრონი არ არის, რასაც ეუბნებიან იმას აკეთებს

დღეს ევროკავშირი თავის თავს ვნებს, ის არ არის თავისი თავის პატრონი, რასაც ეუბნებიან იმას აკეთებენ. იმას ავალებს აშშ-ი, ადმინისტრაცია, რომელიც დღეს არის იქ და რომელიც კრახით ამთავრებს თავის ადმინისტრაციას, - ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„მთელი ამერიკის ძლევამოსილება მიწასთან არის გასწორებული, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკრაინაში ხდება. 5 დღეა უკრაინაში კონტრშეტევა დაიწყო, რატომ არაფერს იძახიან?! 4 ქვეყანაა დღეს, რომელიც ბედავს სიმართლის თქმას. ესენია: ჩინეთი, თურქეთი, უნგრეთი და საქართველო. აი, ამას ვერ გვპატიობენ. სლავები რომ ჰყავთ გლადიატორებად გამოყვანილი, ის გლადიატორი შენ უნდა ყოფილიყავი“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.