დავით მათიკაშვილი: „ნაციონალური მოძრაობისთვის

დავით მათიკაშვილი: „ნაციონალური მოძრაობისთვის" ლობისტური კომპანიის დაქირავება დამახასიათებელია

„ნაციონალური მოძრაობისთვის" ლობისტური კომპანიის დაქირავება დამახასიათებელია. ცოტა ხნის წინ ვნახეთ, „ნაცმოძრაობა" როგორ ეწეოდა სააკაშვილის ვითომ ავადმყოფობის პროპაგანდას და ლობისტური კომპანიები სწორედ ამისთვის იყო დაქირავებული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„დღეს ტელევიზია, რომელიც აქეთ უნდა იყოს უფლებადაცვით საქმიანობაში და სწორ ინფორმირებას ახდენდეს, ლობისტურ კომპანიას ქირაობს, რომელმაც იმის პროპაგანდა უნდა მოახდინოს, რა უნდა აუხსნას და დაუმტკიცოს საზოგადოებას მაშინ, როცა მათი დამფუძნებელი კეზერაშვილი მხილებულია ევროპელი პენსიონერების ფულის ძარცვაში. ამის საწინააღმდეგო შედეგს როგორ დაამტკიცებს ლობისტური კომპანია, ეს ნამდვილად გასაკვირია“, - აცხადებს მათიკაშვილი.