საქართველოს ბანკი, ევროკავშირის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ერთად, ბიზნესების მხარდაჭერისა და გაძლიერების მიზნით პროექტების განხორციელებას აგრძელებს. პარტნიორობის ფარგლებში EU4Business EBRD-ის საკრედიტო ხაზზე Cashback-ის პროგრამა წარმატებით ხორციელდება.
ინიციატივის ფარგლებში მცირე, საშუალო და დიდი ზომის ბიზნესებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ დაფინანსება და Cashback-ის სახით და უკან დაიბრუნონ ინვესტირებისთვის გაცემული თანხის 15%-მდე.
პროექტის მიზანია ქართული ბიზნესისთვის ინვესტირების მხარდაჭერა, პროდუქტის ხარისხის ამაღლება და ევროკავშირის სავაჭრო სტანდარტებთან შესაბამისობა.
ბიზნესებს პროგრამაში მონაწილეობენ იმ შემთხვევაში, თუ მათი საქმიანობა ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთს მოიცავს:
- სოფლის მეურნეობა (მეცხოველეობა, მეფრინველეობა, კულტურების მოყვანა);
- სურსათის წარმოება (საკვების ან სასმლის წარმოება, ხილ-ბოსტნეულის დამუშავება; რძის პროდუქტების წარმოება)
- სხვადასხვა სახის ბიზნესი (ტექსტილის, ქსოვილების, მინის, ავეჯის და სხვა ტიპის პროდუქციის წარმოება, განახლებადი ენერგიის წარმოება).
მონაწილე კომპანიების შერჩევის პროცესში უპირატესობა „მწვანე ბიზნესს“ ენიჭება, რომლებიც დაფინანსების შემდეგ პროდუქტის წარმოებაზე ნაკლებ ელექტროენერგიას ხარჯავენ, ან არსებული ენერგიით უფრო მეტი პროდუქციის წარმოებას ახერხებენ. ასევე, თუ კომპანიები დანადგარებს ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნიკით ანაცვლებენ.
„საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, ერთგულ პარტნიორთან - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ერთად მნიშვნელოვან პროექტს უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ახორციელებს. აღნიშნული ინიციატივა ქართული ბიზნესების მხარდაჭერისა და პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება. პროგრამის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მონაწილე კომპანიები საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფისგან სრულყოფილ ტექნიკურ კონსულტაციებს იღებენ. ძირითადი საშუალებების, ახალი დანადგარების შეძენას, საწარმოო თუ სასაწყობე შენობების გარემონტებას და პროგრამული უზრუნველყოფის გაუმჯობესებას კი საინვესტიციოდ მიღებულ ფინანსებით ახორციელებენ. პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა იმ ბიზნესებსაც აქვთ, რომლებიც სხვა მსგავს პროექტებში უკვე ჩართული არიან“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი, ზურაბ მასურაშვილი.
Cashback პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.