ზურაბ ჯაფარიძე ხაბეიშვილზე: თუ მართლა რაღაცის გაკეთება გინდა, ტელევიზიით არ უძახი პარტიებს,  ჩვენ ვართ ყველაზე მაგრები, რაღაცა გასაღები გვაქვს და „დავაი“ შემოგვიერთდითო

ზურაბ ჯაფარიძე ხაბეიშვილზე: თუ მართლა რაღაცის გაკეთება გინდა, ტელევიზიით არ უძახი პარტიებს,  ჩვენ ვართ ყველაზე მაგრები, რაღაცა გასაღები გვაქვს და „დავაი“ შემოგვიერთდითო

თუ მართლა რაღაცის გაკეთება გინდა, ტელევიზიით არ უძახი პარტიებს,  ჩვენ ვართ ყველაზე მაგრები, რაღაცა გასაღები გვაქვს და „დავაი“ შემოგვიერთდითო - ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რითაც ენმ-ს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნა, რომ  „ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მთავარი დამარცხების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს. ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ. ენის მოჩლექით არ უნდა ველაპარაკოთ ვინმეს, მოვიდნენ და თუ უნდათ, მივეხმარებით ამ გასაღების გადამრავლებაში, რომ 5-7% მიიღონ, რომ ხვალ-ზეგ კოალიციური მთავრობა იყოს“.

„ლევან ხაბეიშვილის ეს განცხადება იყო უფრო ერთდღიანი მედიანიუსის შექმნისთვის, იმიტომ რომ ყველამ ვიცით რომ ეს ეგრე არ ხდება, თუ მართლა რაღაცის გაკეთება გინდა, ტელევიზიით არ უძახი პარტიებს, მოდით აქ, ჩვენ ვართ ყველაზე მაგრები, რაღაცა გასაღები გვაქვს და „დავაი“ შემოგვიერთდით. ეგ იმას ნიშნავს, რომ არ გინდა მაგის გაკეთება, იმიტომ რომ არავინ მოვა და არც კი დაგელაპარაკება. თუ მართლა მაგის გაკეთება გინდა, ეს კეთდება სხვანაირად, იღებ ტელეფონს, რეკავ, ან წერ, ან ხვდები და ლაპარაკობ. სერიოზულად არც კი ჩამითვლია ეს განცხადება“- განაცხადა ჯაფარიძემ.