კახა კალაძე: ჩვენ გვქონდა ომი, დავკარგეთ ტერიტორიები, გმირი ჯარისკაცები და რა მივიღეთ ამით - მხოლოდ და მხოლოდ შეშფოთება და აღშფოთება. ასე რომ, უნდა გავაცნობიეროთ უახლესი წარსული და გავატაროთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესები

კახა კალაძე: ჩვენ გვქონდა ომი, დავკარგეთ ტერიტორიები, გმირი ჯარისკაცები და რა მივიღეთ ამით - მხოლოდ და მხოლოდ შეშფოთება და აღშფოთება. ასე რომ, უნდა გავაცნობიეროთ უახლესი წარსული და გავატაროთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესები

ჩვენ გვქონდა ომი, დავკარგეთ ტერიტორიები, გმირი ჯარისკაცები და რა მივიღეთ ამით - მხოლოდ და მხოლოდ შეშფოთება და აღშფოთება. ასე რომ, უნდა გავაცნობიეროთ უახლესი წარსული და გავატაროთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესები, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ქვეყანამ უახლოეს წარსულში რთული პერიოდი გამოიარა და დღეს ქვეყნის ინტერესი მისი მშვიდობიანი განვითარებაა.

„ირაკლი ღარიბაშვილის ყველა გამოსვლა, მისი განცხადებები და გამოყენებული საერთაშორისო პლატფორმები ყოველთვის გაჯერებულია ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ირაკლი ღარიბაშვილი გამოდის და ამბობს სიმართლეს. მესმის, რომ ეს ჩვენი პარტნიორებისთვის ძალიან მტკივნეული და რთულად მოსასმენია, თუმცა ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ სიმართლე, უნდა ვუთხრათ სიმართლე მეგობრებს. ყოველთვის უნდა გავატაროთ ჩვენი ქვეყნისa და ხალხის ინტერესები... ჩვენ ძალიან რთული და ცუდი გამოცდილება გვაქვს, გვქონდა ომი, დავკარგეთ ტერიტორიები, გვყავს უამრავი გარდაცვლილი ადამიანი - მშვიდობიანი მოსახლეობა, დაკარგული ტერიტორიები, ჩვენი გმირი ჯარისკაცები და რა მივიღეთ ამით?! მხოლოდ და მხოლოდ შეშფოთება და აღშფოთება. ასე რომ, უნდა გავაცნობიეროთ უახლესი წარსული და გავატაროთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესები“, - განაცხადა თბილისის მერმა.