ბექა დავითულიანი: ამერიკული ლობისტური კომპანიის დაქირავება ტელევიზიას რაში სჭირდება, თუ არა მისი მეპატრონის ინტერესების გატარება

ბექა დავითულიანი: ამერიკული ლობისტური კომპანიის დაქირავება ტელევიზიას რაში სჭირდება, თუ არა მისი მეპატრონის ინტერესების გატარება

ეს არის კლასიკური მაგალითი, თუ როგორ შეუძლია ერთ ოლიგარქიული ტიპის ბიზნესმენს გამოიყენოს ტელევიზია პირადი და პოლიტიკური მიზნებისთვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა „ქრონიკაში“ დავით კეზერაშვილზე საუბრისას განაცხადა.

„ამერიკული ლობისტური კომპანიის დაქირავება ტელევიზიას რაში სჭირდება, თუ არა მისი მეპატრონის ინტერესების გატარება. არ მგონია, ლობისტების მიერ დაგეგმილმა კამპანიამ უშველოს კეზერაშვილს BBC-თან მიმართებაში“, - განაცხადა დავითულიანი.

ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი დავით კეზერაშვილის ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.