ზუკა გუმბარიძე „ფორმულას“ ლობისტურ კომპანიასთან ხელშეკრულებაზე: ჩვენს თავზე ავიღეთ, რომ ამერიკული საზოგადოება მეტად ინფორმირებული იყოს კრიტიკული მედიის გამოწვევების და პრობლემების შესახებ

ზუკა გუმბარიძე „ფორმულას“ ლობისტურ კომპანიასთან ხელშეკრულებაზე: ჩვენს თავზე ავიღეთ, რომ ამერიკული საზოგადოება მეტად ინფორმირებული იყოს კრიტიკული მედიის გამოწვევების და პრობლემების შესახებ

ტელეკომპანია „ფორმულას“ დირექტორი, ზუკა გუმბარიძე აცხადებს, რომ ამერიკულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება დავით კეზერაშვილის იმიჯს არ უკავშირდება, არამედ მისი მიზანია ოპოზიციურ არხებში არსებული პრობლემების აშშ-მდე მიტანა.

„ზოგადად კრიტიკული მედიის გამოწვევებზე გვინდა რომ ამერიკულ პრესაში, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში მეტი ინფორმირებულობა იყოს. იქნება მათ შორის ნიკა გვარამიასთან დაკავშირებული თემები განხილული და ცხადია ასევე, ის პრობლემები, რაც „ტვ პირველს“ აქვს და „ფორმულას“. ჩვენ ავიღეთ ჩვენს თავზე, რომ ამერიკული საზოგადოება მეტად ინფორმირებული იყოს ამ გამოწვევების და პრობლემების შესახებ. დიდი ხანია ჩვენ ამის გაკეთებაზე ვფიქრობთ“, - აცხადებს გუმბარიძე.

ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი დავით კეზერაშვილის ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.