ხატია დეკანოიძე: „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო სხვა პარტიების კონსოლიდაციამ არ მგონია დამატებითი ხმები მოუტანოს პარტიას

ხატია დეკანოიძე: „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო სხვა პარტიების კონსოლიდაციამ არ მგონია დამატებითი ხმები მოუტანოს პარტიას

„ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო სხვა პარტიების კონსოლიდაციამ არ მგონია, რომ დამატებითი ხმები მოუტანოს, - ამის შესახებ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

„დამოკიდებულება, რომ ვინმეს რამე უნდა ასწავლო ოპოზიციაში, უბრალოდ არ უწყობს ხელს, მათ შორის ინტეგრაციას, იდეის გარშემო გაერთიანებას“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

ორად გაყოფილი პარტიის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, პოლიტიკურ პარტიებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ეპატიჟება. ხაბეიშვილი, მათ არჩევნებისთვის დახმარებას ჰპირდება. კონკრეტულად კი, პოლიტიკურ პარტიებს ასწავლის თუ როგორ უნდა გადალახონ საარჩევნო ბარიერი.