ტერფი არის სხვადასხვა ანატომიური სტრუქტურის ერთობლიობა, რომელსაც ვერტიკალურ მდგომარეობაში მთელი სხეულის წონა ეყრდნობა. რაც უფრო ძლიერია ტერფის ამორტიზაციის მექანიზმი, მით უფრო ნაკლებად იტვირთება და იღლება ხერხემალი და საყრდენი სახსრები. ბრტყელტერფიანობა საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს აწუხებს.
მისი ყველაზე გახშირებული ფორმა - სტატიკურია - ანუ როდესაც ტერფს რეგულარული ჭარბი დატვირთვა აქვს. ბრტყელტერფიანობის დიაგნოზი 3-4 წლის ასაკში ისმევა, ხოლო ტერფის თაღი ჩამოყალიბებას 2-3 წლის ასაკში იწყებს. ასე რომ, მშობლებმა ამ პრობლემას ადრეული ასაკიდან უნდა მიაქციონ ყურადღება და დროულად მიმართონ სპეციალისტს. დეფორმაციის ხარისხის დასადგენად კომპიუტერული კვლევაა საჭირო.
კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებელს სთავაზობს პლანტოგრაფიას, რაც მოიცავს ბაროპოდომეტრიასა და პოდოსკანირებას. ტერფის დიაგნოსტიკას ახდენს უახლესი თაობის იტალიური Diasu-ს აპარატით, რომელიც ბილიკზე სიარულის დროს მონაცემებს ინახავს. ამის საფუძველზე, კი ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისთვის შესაძლებელია სპეციალური ინდივიდუალური ღაბაშის დამზადება, რაც ბრტყელტერფიანობისა და ტერფის სხვა პათოლოგიების კორექციისა და პროფილაქტიკისათვის მაქსიმალურ შედეგს იძლევა. ბრტყელტერფიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ “ახალი ხედვის” ვებ-გვერდზე.
სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს ინდივიდუალური სუპინატორების გარდა, მყარსა და სილიკონის მზა, სტანდარტულ სუპინატორებს სთავაზობს. ეს პროდუქტი ხელს უწყობს ფეხის სტაბილურობის შენარჩუნებასა და აუმჯობესებს ტერფის მდგომარეობას, განსაკუთრებით ვარჯიშის ან მოძრაობის დროს. მისი ჩაღრმავებული ქუსლი კი უზრუნველყოფს ტერფის ჯანსაღ ჩამოყალიბებას. სუპინატორები ადვილად ჯდება სპორტული სტილის დახურულ ფეხსაცმელში და მათი ტარება საკმაოდ კომფორტულია, შესაბამისად, თუ ტერფზე მუდმივად გრძნობთ ტკივილსა და დისკომფორტს - ეს პრობლემა მარტივად მოგვარდება სუპინატორის გამოყენებით. მათი შეძენა შესაძლებელია კომპანია “ახალი ხედვის” 13 ფილიალში - თბილისში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში. გარდა ამისა, მოქმედებს ონლაინ შესყიდვაც.