ორთოპედიული ბალიშების მნიშვნელობა

ორთოპედიული ბალიშების მნიშვნელობა

ორთოპედიული ბალიშების გამოყენება რეკომენდებულია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში უწევთ ჯდომა, აწუხებთ კისრისა და ზურგის დაჭიმულობა, კუდუსუნის არეში ტკივილის შეგრძნება ან ბუასილი. ასევე, მათთვის, ვისაც წელის არეში ტკივილისა და ძილის პრობლემები აქვთ. მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის ორთოპედიულ ბალიშებს  სამედიცინო კომპანია “ახალი ხედვა” სთავაზობს. ამ პროდუქციის დიდი არჩევანია წარმოდგენილი სამედიცინო ჯგუფის 13 ფილიალში. ცნობილი თურქული ბრენდების -  Morsa Cyberg/მორსასა   და       BERGER/ბერგერის ორთოპედიული ბალიშები ხელმისაწვდომია: თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში. აღნიშნული   პროდუქცია  ანტი-ბაქტერიული  მასალისგანაა დამზადებული, გარედან მას ანტი-ალერგიული ქსოვილი აკრავს, რომელიც იხსნება და მარტივად ირეცხება, რაც ბალიშის გამოყენების პროცესს უფრო კომფორტულს ხდის. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

  • კისრის ორთოპედიული ბალიში - აფიქსირებს თავისა და კისრის მიდამოს. უზრუნველყოფს ძილის დროს ხერხემლის სვეტის სწორ პოზიციონირებას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უშლის კისრის კუნთების დაჭიმვას.
  • ზურგის ბალიში - აფიქსირებს წელს ანატომიურ მდგომარეობაში და იდეალურია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ოფისში მუშაობა და საათობით ჯდომა უწევთ.
  • სავარძლის (დასაჯდომი) ბალიში - აღნიშნული ბალიში ამცირებს დატვრთვას წელისა და კუდუსუნის არეში, ბალიშს აქვს ამორტიზირების უნარიც, რაც ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, ავარჯიშებს კუნთებს და აქვს ჰაერგამტარი თვისება, რაც გამორიცხავს ჩახურებას.

კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შერჩეული  ნივთის შესყიდვა ონლაინ რეჟიმშიც არის შესაძლებელი, შეკვეთას კი საქართველოს ნებისმიერ ადგილზე უმოკლეს ვადაში ადგილზე მიტანის სერვისით მიიღებთ. პროდუქტის სწორად შერჩევაში კომპეტენტური კონსულტანტები - როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ კომუნიკაციისა ან სატელეფონო ზარის მეშვეობითაც დაგეხმარებიან.