პაატა მანჯგალაძე: ცარიელი ფურცლების გამო რომ აკავებენ ადამიანებს, ეს რუსული ქცევაა - „ქართულ ოცნებაში“ რამდენიმე ათეული ადამიანის შეკრების კი არ ეშინიათ, არამედ ამას მიზანმიმართულად აკეთებენ

პაატა მანჯგალაძე: ცარიელი ფურცლების გამო რომ აკავებენ ადამიანებს, ეს რუსული ქცევაა - „ქართულ ოცნებაში“ რამდენიმე ათეული ადამიანის შეკრების კი არ ეშინიათ, არამედ ამას მიზანმიმართულად აკეთებენ

„ქართულ ოცნებაში“ რამდენიმე ათეული ადამიანის შეკრების კი არ ეშინიათ, არამედ, ამას მიზანმიმართულად აკეთებენ - ღარიბაშვილი ევროპაში რომ იყო, კვლავ გაუჩნდა განცდა, რომ გაფართოების პოლიტიკიდან გამომდინარე შეიძლება, საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და ეს რომ არ მოხდეს, ტოტალური შეტევა დაიწყეს თავისუფალ აზრზე, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ბოლო დღეების განმავლობაში პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მანჯგალაძის თქმით, ადამიანებს ცარიელი ფურცლების გამო აკავებენ.

„შეკრების და მანიფესტაციის უფლება არის გარანტირებული, ლაზარე გრიგორიადისის მამა იქნება თუ სხვა. ჩვენ რაც ვნახეთ, სამარცხვინო ქმედებაა, პირდაპირ რუსული ქმედებებია. კარგად ვასხვავებთ პოლიციელს, რომელიც მუნდირის ღირსების, საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის დამცველია და პოლიციელს რომელიც რეჟიმს ემსახურება ცოფიანი ძაღლივით. ცარიელი ფურცლების გამო რომ აკავებენ ადამიანებს, ეს რუსული ქცევაა, „ქართულ ოცნებაში“ რამდენიმე ათეული ადამიანის შეკრების კი არ ეშინიათ, არამედ ამას მიზანმიმართულად აკეთებენ. ღარიბაშვილი ევროპაში რომ იყო, კვლავ გაუჩნდა განცდა, რომ გაფართოების პოლიტიკიდან გამომდინარე შეიძლება, საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ეს რომ არ მოხდეს, ახალი, ტოტალური შეტევა დაიწყეს თავისუფალ აზრზე, გამოხატვის უფლებაზე და ა.შ. ეს მიზანმიმართულად ხდება, შემთხვევითი არაა. „ჰაკიმ ფაშას“ ეძახდნენ ღარიბაშვილს, მაგრამ ამის გამო არავის აკავებდნენ. ახლა ცარიელი ფურცლების გამო ხალხის დაკავება, არ მგონია, დემოკრატიული ქვეყნის სტანდარტი იყოს, მით უმეტეს, ქვეყნისთვის, რომელიც კანდიდატის სტატუსს ელოდება“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, ორი დღის წინ პარლამენტის შენობასთან მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი დააკავეს. ბექა გრიგორიადისს სამართალდამცავებმა პარლამენტის შენობასთან კარვის გაშლის უფლება არ მისცეს და მისი დაკავება დაუმორჩილებლობის გამო მოხდა. მოგვიანებით გრიგორიადისი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. აღნიშნულის შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოსთან, გუშინ, კიდევ ერთი აქცია დაიგეგმა, რა დროსაც ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად 7 პირი დააკავეს, მათ შორის ადვოკატი შოთა თუთბერიძე და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

კ ა ხ ე ლ ი ეს მანჯგალაძე კი არა, ყვაჯია. გვარად არის "ყვაჯია".მამის სახელი კი "ჭიჭეს ძეა". სახელი პ-ზე ნამდვილად იწყება. დანარცენი საინტერესო არ არის. მოკლედ, ასე უნდა იწერებოდეს ამ "პიროვნების" ვინაობა: "პ. ჭიჭეს ძე ყვაჯია."
2 წლის უკან
ცუგო- ლაზარეს მამა პოლიციელებს რომ აგინებდა და ემუქრებოდა ფეისბუკით ეს ვნახეთ და მოვისმინეთ ტელევიზორში. ეხლა კითხვა მაქვს პაატა მანჯგალაძესთან: ვისი ტრაკით (თან დაჭრილი) იმუქრებოდა ასე, ვინ წააქეზა ეს გიჟები, მამა და შვილი,
თქვენ და თქვენმა თავმჯდომარემ ხომ არა?!
ისე, კი ხართ იმის ღირსი, რაც ლაზარემ მამამის გაუკეთა თქვენც გაგიკეთოს. მე მგონი, ვირის აბანოში მიხვდება ამას და შეგისრულებს...
2 წლის უკან