იაგო ხვიჩია: 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, არაფერი გაკეთებულა

იაგო ხვიჩია: 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, არაფერი გაკეთებულა

„ქართული ოცნების“ მიერ დამაკმაყოფილებელ შესრულებაზე საუბარიც კი ზედმეტია. რაც შეეხება ოპოზიციის ნაწილს, მთელ ამ პროცესში დესტრუქციით გამოირჩეოდა, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს რეკომენდაციების შესრულებაზე საუბრისას განუცხადა.

„12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით, გულწრფელად, ჩემი აზრით, არაფერი გაკეთებულა. ყველაფერი იყო მოჩვენებითი, ვითომ რაღაცის შესრულება. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ მიერ დამაკმაყოფილებელ შესრულებაზე საუბარიც კი ზედმეტია. რაც შეეხება ოპოზიციის ნაწილს, მთელ ამ პროცესში დესტრუქციით გამოირჩეოდა. ჩვენ ყველაფერში ვმონაწილეობდით“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

საქართველო კანდიდატის ქვეყნის სტატუსს იმსახურებს. ასეთია მმართველი გუნდის შეფასება. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ რადიკალების ბოიკოტის მიუხედავად, რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებულია და მუშაობა გრძელდება.