ინდოეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 230-ს გადააჭარბა

ინდოეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 230-ს გადააჭარბა

ინდოეთში, ოდიშას შტატში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 233-ს მიაღწია. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაშავებულთა რიცხვი 850-ს აღემატება.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

2 ივნისს ინდოეთში, ოდიშას შტატში, ქალაქ ბალასორის მახლობლად ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები შეეჯახნენ.