ოზურგეთში ანსამბლ ,,მართვეს

ოზურგეთში ანსამბლ ,,მართვეს" კონცერტი გაიმართა

ოზურგეთის ა. წუწუნავას სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლ ,,მართვე“-ს კონცერტი - ,,სიმღერა მარადიულია, როცა თაობებს მიჰყვება“ გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გურიის მხარეში ზაზა შოშიტაიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრო.

ღონისძიება ანსამბლის დაარსებიდან 45 წლის იუბილეს მიეძღვნა.