ფადი ასლის გასაგონად და ვისაც ეს აინტერესებს, თითოეული ადამიანის გასაგონად: ჩვენი პასუხია ერთიც და მეორეც, ოკუპირებული ტერიტორიებიც და საქართველოს ევროპული მომავალიც. თუ ვიღაცებს უნდათ, რომ ეს არათავსებად ორ სხვადასხვა რამედ მიიჩნიონ, ეს არის მავნებლობა. არა - საქართველოს არასდროს იტყვის უარს ტერიტორიებზე და ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობაზე, ისევე როგორც არ იტყვის უარს ტრადიციებზე, კულტურაზე, რწმენის პატივისცემაზე და ეს ეროვნული ღირებულებები აბსოლუტურად თავსებადია ევროპულ ღირებულებებთან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„გთხოვთ, ამის საპასუხოდ ნახოთ, კორუფციისგან თავისუფლების ინდექსში ხომ არ დავწინაურდით ბოლო წლებში განსაკუთრებით და რა შედეგები გვაქვს ამ მიმართულებით. ფადი ასლი არის ადამიანი, რომელიც ამიერიდან ბევრ რამეს იკადრებს. ის არის ერთ-ერთი მათ შორის, ვისაც ავალებენ, რომ სიტყვა „რუსული“ ბევრჯერ გამოიყენოს, რათა საქართველოს ხელისუფლება დაზიანდეს, და ზიანდება ქვეყანა. საქართველოს ხელისუფლებასთან დაზიანებასთან ერთად ისინი აზიანებენ ქვეყანას ამ ცრუ ნარატივით. ფადი ასლიმ რამდენიმე დღის წინ გაბედა და გატესტა, რომ საკითხი დაეყენებინა ასე: ოკუპირებული ტერიტორიები თუ საქართველოს ევროპული მომავალი და ნატო. ამას ტესტავდნენ „ნაცები“ 2010-2011 წლებში, როგორც მახსოვს. ძალიან ზედაპირულად ცდილობდნენ, იმიტომ რომ ხალხის განწყობა იციან დღემდე ძალიან კარგად. ფადი ასლი აღმოჩნდა ერთადერთი ადამიანი, რომელმაც გატესტა საქართველოს მოსახლეობის განწყობა ამ სიბინძურით. მის გასაგონად და ვისაც ეს აინტერესებს, თითოეული ადამიანის გასაგონად: ჩვენი პასუხია ერთიც და მეორეც, ოკუპირებული ტერიტორიებიც და საქართველოს ევროპული მომავალიც. თუ ვიღაცებს უნდათ, რომ ეს არათავსებად ორ სხვადასხვა რამედ მიიჩნიონ, ეს არის მავნებლობა. არა - საქართველოს არასდროს იტყვის უარს ტერიტორიებზე და ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობაზე, ისევე როგორც არ იტყვის უარს ტრადიციებზე, კულტურაზე, რწმენის პატივისცემაზე და ეს ეროვნული ღირებულებები აბსოლუტურად თავსებადია ევროპულ ღირებულებებთან “, - აცხადებს მდინარაძე.