მამუკა მდინარაძე: თინა ბოკუჩავასი მესმის - კვირაში 2 ადამიანი გაურბის ფრაქციიდან

მამუკა მდინარაძე: თინა ბოკუჩავასი მესმის - კვირაში 2 ადამიანი გაურბის ფრაქციიდან

თინა ბოკუჩავასი მესმის - მას ფრაქცია ეშლება. ჩემი კოლეგაა ოპოზიციიდან, ფრაქციის თავმჯდომარეა და კვირაში 2 ადამიანი გაურბის ფრაქციიდან, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ოღონდ რისი არ მესმის, იცით? ჩვენი სტილისგან განსხვავებით, ისინი აბულინგებენ თავის წარმომადგენლებს, რომლებიც პარტიიდან გადიან. ასე იშლებიან ნელ-ნელა და მათი დაშლა კარგია“, - აღნიშნა მდინარაძემ.