დღეს 31 მაისია, მინდა, პროფესიული დღე მივულოცო თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულ შემადგენლობას, მინისტრ ვახტანგ გომელაურს. ყველას, ვინც პროფესიონალურად, ერთგულად, თავდადებით ემსახურება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, წესრიგის დაცვას, კანონის უზენაესობას, ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას, - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა.
„მადლობას გიხდით ყოველდღიური საქმიანობისთვის, იმ მძიმე შრომისთვის, რასაც ეწევით! გისურვებთ ღირსეულად გეტარებინოთ პოლიციელის სახელი! აქვე, მინდა, ქედი მოვიხარო ყველა იმ პოლიციელის ხსოვნის წინაშე, ვინც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა“, - განაცხადა თბილისის მერმა.