არჩილ თალაკვაძე: ირაკლი ღარიბაშვილი არის იმ პოლიტიკური გუნდის ლიდერი, რომელმაც ამ 10 – 11 წლის განმავლობაში საქართველოში გაატარა რეალური ევროპული რეფორმები

არჩილ თალაკვაძე: ირაკლი ღარიბაშვილი არის იმ პოლიტიკური გუნდის ლიდერი, რომელმაც ამ 10 – 11 წლის განმავლობაში საქართველოში გაატარა რეალური ევროპული რეფორმები

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არის იმ პოლიტიკური გუნდის ლიდერი, რომელმაც ამ 10 – 11 წლის განმავლობაში საქართველოში გაატარა რეალური ევროპული რეფორმები - საქართველო რეალურად დააახლოვა დასავლეთს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებს, - ასე აფასებს ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე გაკეთებულ განცხადებებს.

თალაკვაძის თქმით, საერთო მონაპოვარია, რომ საქართველოს აქვს გრძელვადიანი მშვიდობა და საქართველოს უსაფრთხოება არის დაცული.

„ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, პირველ რიგში, ჩვენ თანამოქალაქეებს, რომ მხარს გვიჭერს ხელისუფლებას, რომლებიც ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, ეროვნული ინტერესები და ასევე უზრუნველვყოთ საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში. რა თქმა უნდა, მშვიდობა ამ რთულ რეგიონში საქართველოსთვის, რომელიც არაერთხელ გახდა რუსეთის თავდასხმის სამიზნე არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ მომავალში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს მშვიდობა და უსაფრთხოება იყოს დაცული. ამისთვის უზრუნველვყოფთ ქვეყნის ეფექტიან მართვას და შიდა პოლიტიკის გატარებას.

საქართველო და შემდგომში უკრაინა რუსეთის აგრესიის სამიზნე გახდნენ იმიტომ, რომ ჩვენ გვსურდა ჩვენ მომავალზე ჩვენ თვითონ მიგვეღო გადაწყვეტილება. ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს თავისუფალი, სუვერენული და თავისუფალი. საქართველოს, ჩვენი ხალხის და ჩვენი ხელისუფლების არჩევანი არის ევროპული ოჯახი, საქართველოს ინტეგრაცია დასავლურ საზოგადოებაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში და ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, ვინც ხალხის და საზოგადოების მხარდაჭერით ეს ისტორიული არჩევანი ჩავწერეთ კონსტიტუციაში. ახლა, რა თქმა უნდა, ჯერი არის უკვე ევროკავშირზე, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებზე, საქართველო იმსახურებს და ჩვენ მათგან ველით მტკიცე მხარდაჭერას. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ყოველი გადავადება ზრდის რისკებს და რა თქმა უნდა, ზრდის გამოწვევებს საქართველოს უსაფრთხოების და ეროვნული ინტერესების მისამართით. ამის ბევრი მაგალითი უკვე ნახეს, როგორც ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა, ისე საერთაშორისო საზოგადოებამ.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არის იმ პოლიტიკური გუნდის ლიდერი, რომლებმაც ამ 10 – 11 წლის განმავლობაში საქართველოში გაატარა რეალური ევროპული რეფორმები, ქვეყანაში დააბრუნა ადამიანის უფლებების პატივისცემა, თავისუფალი არჩევნები, საჯარო სამსახურები მოქალაქეებისთვის და ქვეყანაში დააბრუნა ევროპული და დასავლური ღირებულებები. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არის იმ გუნდის ლიდერი, რომელმაც საქართველო რეალურად დააახლოვა დასავლეთს, დააახლოვა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებს“- განაცხადა თალაკვაძემ.

მისი შეფასებით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შს მინისტრის, თავდაცვის მინისტრის პოზიციებზე ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო ინტეგრირდეს ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში. მისი თქმით, ეს არის სიმართლე და ერთადერთი შეფასება, რომელიც ღარიბაშვილის საქმიანობაზე შეიძლება გაკეთდეს.