დღემდე არ მესმის, ამ ვნებათაღელვის საფუძველი რა იყო, იმდენად აბსურდული იყო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
„თქვენ გახსოვთ, რომ გასული წლის მარტში, ომის დაწყებიდან 2 კვირაში ზელენსკი საუბრობდა ნატოში შესვლის გადაფიქრებაზე გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთისთვის ომის დაწყების საფუძვლად იქცა უკრაინის სწრაფვა ნატოსკენ. ზელენსკის თუ აქვს ამაზე საუბრის უფლება, ჩვენ არ გვაქვს? აქედან ჩანს, რომ ეს არის თითიდან გამოწოვილი სპეკულაციები. გლობალური ომის პარტიამ ამ კამპანიაში ჩართო ყველა აგენტი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც რუსეთმა განასხვავა უკრაინა და სხვა ქვეყნები, შეიჭრა უკრაინაში და არა სხვა ქვეყანაში, იყო უკრაინის სწრაფვა ნატოსკენ “, - განაცხადა კობახიძემ.