მე და ირაკლი ღარიბაშვილს გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია სხვადასხვა პრინციპულად მნიშვნელოვან თემაზე, როგორც ტელეფონით, ისე შეხვედრების სახით, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, საუბრები იმის შესახებ, რომ მასსა და პრემიერ-მინისტრს შორის დაპირისპირებაა, არის უმარტივესი სპეკულაცია.
„ეს არის ერთგვარად იმ პრობლემების გადაფარვის მცდელობა, რომელიც არსებობს „ნაცმოძრაობაში“ და კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“. ეს არის უსუსური მცდელობა. თქვენ გახსოვთ უამრავი სპეკულაცია მთელი ამ წლების განმავლობაში, მაგრამ ისიც გახსოვთ, რომ ეს სპეკულაციები არასდროს იყო დაფუძნებული რამე მყარ ნიადაგზე“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.