ირაკლი კობახიძე: ცერემონიულ ღონისძიებას არ ვესწრები ერთი მარტივი მიზეზის გამო, ეს არის ღონისძიება, სადაც წინა პლანზე უნდა იყვნენ უმაღლესი კონსტიტუციური თანამდებობის პირები

ირაკლი კობახიძე: ცერემონიულ ღონისძიებას არ ვესწრები ერთი მარტივი მიზეზის გამო, ეს არის ღონისძიება, სადაც წინა პლანზე უნდა იყვნენ უმაღლესი კონსტიტუციური თანამდებობის პირები

ცერემონიულ ღონისძიებას არ ვესწრები, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ეს არის ღონისძიება, ღონისძიებები სადაც წინა პლანზე უნდა იყვნენ უმაღლესი კონსტიტუციური თანამდებობის პირები, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, რატომ არ დაესწრო პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას.

„აქაც იგივე მიზეზია [რაც 26 მაისის ღონისძიებაზე არდასწრების დროს], რეალურად არცერთ ასეთ ცერემონიულ ღონისძიებას არ ვესწრები, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ეს არის ღონისძიება, ღონისძიებები, სადაც წინა პლანზე უნდა იყვნენ უმაღლესი კონსტიტუციური თანამდებობის პირები და არა უმაღლესი პარტიული თანამდებობის პირები. აქედან გამომდინარე არც წელს და არც შარშან არ ვესწრებოდი ამ [პოლიციის დღის] ცერემონიულ ღონისძიებას მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის გამოვხატავ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას პოლიციელების მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ.