ნაცმოძრაობა პარლამენტში შემოვიდა 36 დეპუტატით და ახლა მათ ფრაქციაში რჩება 20 დეპუტატი - მათი რიგების კლება არის მათი რეიტინგის კლების პირდაპირპროპორციული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად წავახალისოთ ნაცმოძრაობის დაშლა, მათ შორის პარლამენტის რიგებში. ის ცვლილებები, რომლებსაც დღეს კიდევ ერთხელ დავუჭერთ მხარს, დამატებით წაახალისებს ნაცმოძრაობის დაშლას“, - განაცხადა კობახიძემ.