მამუკა მდინარაძე: რუსეთს თუ ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ, ყველა კვლევით, საქართველოსთვის მიყენებული ეკონომიკური ზიანი იქნება 10% ან, მეტი, რუსეთის ეკონომიკას კი 0.3%-ით შეიძლება მიადგეს ზიანი

მამუკა მდინარაძე: რუსეთს თუ ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ, ყველა კვლევით, საქართველოსთვის მიყენებული ეკონომიკური ზიანი იქნება 10% ან, მეტი, რუსეთის ეკონომიკას კი 0.3%-ით შეიძლება მიადგეს ზიანი

თუ ჩვენ ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ რუსეთს, ყველა კვლევით, საქართველოსთვის მიყენებული ეკონომიკური ზიანი იქნება 10% ან, მეტი და რუსეთის ეკონომიკას, 0.3% შეიძლება მიადგეს ზიანი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მედიასთან განაცხადა.

„ხომ სპეკულაციურია, რომ ჩვენ ვუთმობთ რაღაცას რუსეთს. არანაირ დათმობას არ აქვს ადგილი. ჩვენ თუ რაღაცას ვთმობთ, ემოციურ გადაწყვეტილებებს, რომ არ ვიღებთ, ამას ვთმობთ საქართველოს და ჩვენი მოქალაქეებისთვის. რომ მიჰყვე ემოციებს, ვიღაცები ამბობენ - შევარდი და შენი ოკუპირებული ტერიტორიები გაათავისუფლე, მაგრამ როდესაც იცი, რომ ეს დამატებით მსხვერპლს, ათიათასობით ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს, უნდა მიიღო რაციონალური, პრაგმატული გადაწყვეტილება. უნდა შეჰპირდე ამ ხალხს, რომ ტერიტორიების დაბრუნებას არასდროს შეეცდები ომის გზით. არამედ - მშვიდობით, განვითარებით და ევროპული ოჯახის წევრობით. უნდა ვანახოთ, რომ ჩვენ ვართ ერთნი და ამით უნდა დავუბრუნოთ ტერიტორიები ქვეყანას. ომით კიდევ უფრო გაღრმავდება ეს ნაპრალი“, - განაცხადა მდინარაძემ.