ეს იყო პირდაპირი თავდასხმა ქართულ სახელმწიფოსა და დამოუკიდებლობის დღეზე - როგორც ჩანს, მონური მენტალიტეტის მქონე ადამიანებისთვის ორგანულად მიუღებელია დამოუკიდებლობის დღე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„ვიხილეთ პირად სივრცეში შეჭრის გაუგონარი და ყოველგვარი ღირსებისგან დაცლილი კამპანია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ, სადაც კიდევ უფრო ამაზრზენი ფაქტი იყო ის, რომ ელენე ხოშტარიას ამ კამპანიაში საკუთარი დედა ჰყავდა ჩართული - ადამიანმა ყველაფერი არ უნდა იკადრო. როგორც ჩანს, როდესაც ხარ რადიკალი, ეს დიაგნოზია, რომელიც არ იკურნება“, - განაცხადა იონათამიშვილმა.