ირაკლი კობახიძე: დასავლელი ლიდერები ამბობენ, რომ რუსეთმა არ აპატია უკრაინას ნატოსკენ სწრაფვა - ჩვენი პოზიცია ნატოსთან დაკავშირებით წერია კონსტიტუციაში

ირაკლი კობახიძე: დასავლელი ლიდერები ამბობენ, რომ რუსეთმა არ აპატია უკრაინას ნატოსკენ სწრაფვა - ჩვენი პოზიცია ნატოსთან დაკავშირებით წერია კონსტიტუციაში

ჯერ არ მომისმენია ეს ფრაზა, აქედან გამომდინარე, კომენტარი გამიჭირდება, რაც შეეხება ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, ისინი არის ასახული, მათ შორის საპარლამენტო დოკუმენტებში, კონსტიტუციაშიც კი, აქ ჩვენი პოზიცია ცხადი და ნათელია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომელიც პრემიერმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი იყო სწორედ ის რადიკალური ლიდერი, რომელმაც საჯაროდ დაადასტურა შემდეგი რამ, ის პირდაპირ სთავაზობდა რუსეთის ფედერაციას ნატოს დათმობას ტერიტორიული მთლიანობის სანაცვლოდ.

„ეს დაადასტურა მიხეილ საკაშვილმა. ეს არის მისი დამოკიდებულება.დასავლელი ლიდერები ამბობენ, რომ რუსეთმა არ აპატია უკრაინას ნატოსკენ სწრაფვა. ეს არის მათი განცხადება. არის ეს დამოკიდებულება, ეს პოზიცია, რომ უკრაინა დაისაჯა ნატოში გაწევრიანების სურვილისთვის. ეს არის ფაქტის კონსტანტაცია. ამას არ ფიქრობს არც ირაკლი ღარიბაშვილი, არც ირაკლი კობახიძე. ამაზე არ ყოფილა საუბარი. აქ საუბარია ფაქტის კონსტანტაციაზე, რომ რუსეთს არ მოსწონდა უკრაინის სწრაფვა ნატოსკენ და სამხედრო აგრესიის ერთ-ერთი მიზეზი იყო ეს. ჩვენი პოზიცია წერია კონსტიტუციაში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.