ბიძინა ივანიშვილი არის არა ოლიგარქი, არამედ მეცენატი. თავის დროზე ის ჩართული იყო პოლიტიკაში და უკვე 1.5 წელზე მეტია, 2021 წლის იანვრიდან, აღარ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. უფრო მეტიც, მას მოსთხოვეს, ეს მან წერილით დაადასტურა, პოლიტიკაში შემობრუნება კონკრეტული მითითებების მისაცემად ხელისუფლებისთვის. მას სთხოვდნენ გარედან პოლიტიკაში შემობრუნებას, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ჩართული არ არის , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„მეორე მხარეს არის კეზერაშვილი, რომელიც არის ოლიგარქზე ბევრად უფრო მეტი, ის არის ყაჩაღი, მძარცველი. ის თავის დროზე ძარცვავდა ქართველ ბიზნესმენებს. ბიზნესის რეკიტში ის სააკაშვილთან ერთად ასრულებდა ის ასრულებდა ერთ-ერთ წამყვან როლს. შემდეგ მან გაძარცვა ქართული ჯარი და დღეს ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს და ამის მიუხედავად ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფალი მიმოსვლით სარგებლობს, რაც ჩვენთვის უბრალოდ გაუგებარია. რა თქმა უნდა, კეზერაშვილი არის ოლიგარქი და ოლიგარქზე ბევრად უფრო მეტი, ის არის ჩვეულებრივი ყაჩაღი, რომელიც საქართველოში აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, ეწ. ენჯეოებს, მედია საშუალებებს. მისი სისხლიანი ფული იხარჯება ქართულ პოლიტიკაში. ეს არის არასწორი მოვლენა და ამაზე სჭირდებათ ჩვენს ევროპელ კოლეგებს სათანადო რეაგირება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.