სწორედ კანდიდატის სტატუსის არმინიჭება გადაიქცა არა ერთ-ერთ, არამედ მთავარ წამახალისებელ ფაქტორად საქართველოში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„მთავარი ფაქტორი, რომელსაც იყენებს რადიკალური ოპოზიცია პოლარიზაციისთვის, სწორედ კანდიდატის სტატუსის თემაა. აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს სურს, რომ საქართველოში მაქსიმალურად შემცირდეს პოლარიზაციის ხარისხი, ამ შემთხვევაში დეკემბერში აუცილებლად იქნება მიღებული გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ. თუ დეკემბერში განმეორდება ისეთივე უსამართლო გადაწყვეტილება, როგორიც ჩვენ შარშან ივნისში ვიხილეთ, ამ შემთხვევაში ეს იქნება პოლარიზაციის წამახალისებელი ფაქტორი“, - განაცხადა კობახიძემ.