საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ დეკანოიძე-გოცირიძის ინიციატივის მხარდაჭერა საპარლამენტო ცხოვრების შემადგენელი ნაწილია.
„ჩვენ მხარს დავუჭერთ პოლიტიკური ჯგუფების ამ ინიციატივას, რომელიც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანას გულისხმობს, დეკანოიძე-გოცირიძის ინიციატივას ვგულისხმობ. ეს არის საპარლამენტო ცხოვრება, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ასპარეზი და მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება სწორედ პოლიტიკური დიალოგის, პროცესების ერთგვარი შემადგენელი ნაწილია“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
უმრავლესობა საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით, ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის კანონპროექტს მხარს დაუჭერს. გადაწყვეტილება „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობის სხდომაზე მიიღო. ოპოზიციონერი დეპუტატების საკანონმდებლო ინიციატივის გათვალისწინებით, პარლამენტში საარჩევნო ბლოკის სიით გასული დეპუტატები, წარმდგენი პარტიისა და ფრაქციის დატოვების შემთხვევაში, პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შეძლებენ. ინიციატივას დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.