ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ ყველა დეპუტატს ჰქონდეს საშუალება შექმნას პოლიტიკური ჯგუფი

ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ ყველა დეპუტატს ჰქონდეს საშუალება შექმნას პოლიტიკური ჯგუფი

ჩვენი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ ყველა დეპუტატს ჰქონდეს საშუალება შექმნას პოლიტიკური ჯგუფი, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება უმრავლესობის მხრიდან იყო დადებითი და დანარჩენზე უკვე კომიტეტი იმსჯელებს“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

უმრავლესობა საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის კანონპროექტს მხარს დაუჭერს. გადაწყვეტილება „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობის სხდომაზე მიიღო. ოპოზიციონერი დეპუტატების საკანონმდებლო ინიციატივის გათვალისწინებით, პარლამენტში საარჩევნო ბლოკის სიით გასული დეპუტატები, წარმდგენი პარტიისა და ფრაქციის დატოვების შემთხვევაში, პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შეძლებენ. ინიციატივას დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.