მამუკა მდინარაძე: შესაძლოა, ვიღაცების მიზანი იყოს, რომ აქტიურ დაპირისპირებაში შევიდეთ პრეზიდენტთან, მაგრამ არ ვაპირებთ, რადგან ამის უკან იკითხება გარკვეული გეგმები, რომელთა აღსრულებაში მონაწილეობის მიღება ჩვენ არ გვსურს

მამუკა მდინარაძე: შესაძლოა, ვიღაცების მიზანი იყოს, რომ აქტიურ დაპირისპირებაში შევიდეთ პრეზიდენტთან, მაგრამ არ ვაპირებთ, რადგან ამის უკან იკითხება გარკვეული გეგმები, რომელთა აღსრულებაში მონაწილეობის მიღება ჩვენ არ გვსურს

შესაძლოა, ვიღაცების მიზანი იყოს, რომ აქტიურ დაპირისპირებაში შევიდეთ პრეზიდენტთან, მაგრამ ამას არ ვაპირებთ, რადგან ამის უკან იკითხება გარკვეული გეგმები, რომელთა აღსრულებაში მონაწილეობის მიღება ჩვენ არ გვსურს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტთან პოლემიკაში შესვლას არ აპირებენ.

„დიასპორის დღეზე პროტოკოლზე პრეზიდენტმა ბევრი ისაუბრა, პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადებას ადმინისტრაციის უფროსი არ უნდა პასუხობდეს, თუ პროტოკოლზეა საუბარი, მაგრამ ეს არ არის მთავარი, ეს მეორეხარისხოვანი საკითხია მთავართან შედარებით. ჩვენ არ ვაპირებთ პოლემიკაში შესვლას. შესაძლოა, ვიღაცების მიზანი [ შემხვევით ამ სიტყვას არ ვამბობ, პრეზიდენტზეც არ ვსაუბრობ] იყოს, რომ ჩვენ შევიდეთ აქტიურ დაპირისპირებაში პრეზიდენტთან, ამის საფუძველს პრეზიდენტი გვაძლევს, უხვად დაარიგა მსგავსი საკითხები თავის გამოსვლაში და მსგავსი გამონათქვამები, რომელიც იძლევა საფუძველს, რომ დაპირისპირებაში შეხვიდე, ხისტ კამათში შეხვიდე, მაგრამ ჩვენ ამას არ ვაპირებთ, რადგან ამის უკან იკითხება გარკვეული გეგმები, რომელთა აღსრულებაში მონაწილეობის მიღება ჩვენ არ გვსურს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.