საპარლამენტო უმრავლესობა ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე ლევან ბეჟაშვილის არჩევას მხარს არ დაუჭერს

საპარლამენტო უმრავლესობა ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე ლევან ბეჟაშვილის არჩევას მხარს არ დაუჭერს

საპარლამენტო უმრავლესობა ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე ლევან ბეჟაშვილის არჩევას მხარს არ დაუჭერს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საპარლამენტო უმრავლესობის საერთო პოზიციიდან გამომდინარე, ჩვენ მხარს არ დავუჭერთ ვიცე-სპიკერის პოზიციაზე ლევან ბეჟაშვილის არჩევას“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტში ოპოზიციური კვოტით ვიცე-სპიკერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პარლამენტმა სახალხო დამცველად ლევან იოსელიანი აირჩია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურა წარადგინა.