შალვა პაპუაშვილმა თინა ბოკუჩავას ბიუროს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა

შალვა პაპუაშვილმა თინა ბოკუჩავას ბიუროს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თინა ბოკუჩავას ბიუროს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა. ხმაური სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ კანონპროექტზე ბიუროს გადაწყვეტილებას მოჰყვა.

დეპუტატებმა პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას მხარი არ დაუჭირეს. საუბარია ცვლილებაზე, რომელიც რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლას დაარეგულირებს.