რომან გოცირიძე: „ნაცმოძრაობა“ ისედაც დაშლის პირასაა და არ არის გამორიცხული, რომ თუ პოლიტიკური ჯგუფები შეიქმნა, პარტიის დაშლას მოჰყვეს ფრაქციის დაშლაც

რომან გოცირიძე: „ნაცმოძრაობა“ ისედაც დაშლის პირასაა და არ არის გამორიცხული, რომ თუ პოლიტიკური ჯგუფები შეიქმნა, პარტიის დაშლას მოჰყვეს ფრაქციის დაშლაც

„ნაციონალური მოძრაობა“ ყოფილი თანაგუნდელების ინიციატივას მხარს არ უჭერს. საუბარია ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის საკანონმდებლო წინადადებაზე. უფრაქციო დეპუტატმა რეგლამენტში ცვლილებების პროექტი მოამზადეს, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა ორ დეპუტატს აქვს.

„პოლიტიკური ჯგუფის თემის წამოწევას „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან აქვს 2 მიზანი: მათმა ფრაქციამ პრაქტიკულად დააკანონა, გააძლიერა საქართველოში მოსამართლეთა კლანი, სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება. ახლა მიდის ორ ჯგუფს შორის დავა. თუ პოლიტიკური ჯგუფები შეიქმნა, „ნაციონალური მოძრაობა“ ისედაც დაშლის პირასაა და არ არის გამორიცხული, რომ პარტიაში მიმდინარე პროცესებმა ფრაქციაში გადმოინაცვლოს და პარტიის დაშლას მოჰყვეს ფრაქციის დაშლაც.

ყველაფრის დაყვანა ჯგუფის შექმნა/არშექმნამდე არის ისრების გადატანა იმ მიმართულებით, რომელიც ყველაზე პრიმიტიული, ელემენტარული და არაფრისმომცემია“, - მიიჩნევს გოცირიძე.