ანა ნაცვლიშვილი: „ქართულ ოცნებას“ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკული გამოსვლები რომ ვერ აუტანია, არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტი მხარეა, ოპოზიციონერია, ის დღეს სწორად პოზიციონირებს

ანა ნაცვლიშვილი: „ქართულ ოცნებას“ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკული გამოსვლები რომ ვერ აუტანია, არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტი მხარეა, ოპოზიციონერია, ის დღეს სწორად პოზიციონირებს

„ქართულ ოცნებას“ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკული გამოსვლები რომ ვერ აუტანია, არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტი მხარეა და ოპოზიციონერია, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი დღეს სწორად პოზიციონირებს.

„„ქართულმა ოცნებამ“ დასაშვებიც და დაუშვებელიც გააკეთა, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტად აერჩია. ახლა „ქართული ოცნება“ რას ეუბნება თავისივე მხარდამჭერებს, რამდენჯერ შეცდნენ? შეცდნენ ზურაბიშვილზე, მარგველაშვილზე, არაერთ პრემიერზე. ეს ხელისუფლება შემცდარია და მცდარად მართავს ქვეყანას. „ქართული ოცნება“ ამ ადამიანებს ან მაშინ ატყუებდა, როცა სალომე ზურაბიშვილის არჩევას სთავაზობდა, ან ახლა ატყუებს. ყველა შემთხვევაში მატყუარა ძალაა, რომელიც შეცდომებს უშვებს. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი დღეს სწორად პოზიციონირებს. როცა სახელმწიფოში უმძიმესი პრობლემებია, ეს კი არ უნდა შეფუთო, არამედ თვალი უნდა გაუსწორო და პრეზიდენტმა 26 მაისს განცხადება სწორედ ამ სულისკვეთებით გააკეთა. ვფიქრობ, ბრიუსელში მის გამოსვლას განსხვავებული ფორმა ექნება. სახელმწიფოს მეთაურის გამოსვლას ველოდები. არ ველოდები, რომ ვინმეს მხარეს დაიჭერს. „ქართულ ოცნებას“ მისი კრიტიკული გამოსვლები რომ ვერ აუტანია, ეს არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტი მხარეა და ოპოზიციონერია“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

Aburjga Tasmanieli გურიაში ველურად იზრდება ერთი გარეგნულად ძალიან სიმპათიური ხე, სალიტერატურო სახელი არ ვიცი. ხელს შეახებ თუ არა ისეთ საშინელ სუნს გამოსცემს გურულები ყრალა-ყრალას ვეძახით!
2 წლის უკან