ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ პარტიის პოლიტიკური საბჭო იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას, „ნაციონლური მოძრაობა“ მიულოცავს თუ არა რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნებში გამარჯვებას

ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ პარტიის პოლიტიკური საბჭო იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას, „ნაციონლური მოძრაობა“ მიულოცავს თუ არა რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნებში გამარჯვებას

საგარეო საქმეთა სამინისტრო ვართ ჩვენ, თუ კანცელარია, ერთი პარტია ვართ. ამ საკითხის განხილვა პარტიის პოლიტიკურ საბჭოზე მოხდება, ის მიიღებს გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომელსაც დაუსვეს კითხვა, „რატომ არ მიულოცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნებში გამარჯვება და აპირებეთ თუ არა მილოცვას“.

ბეჟაშვილის თქმით, ოფიციალური შედეგები შეჯამებული ჯერ არ არის.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო ვართ ჩვენ, თუ კანცელარია. ერთი პარტია ვართ. ამ საკითხის განხილვა პარტიის პოლიტიკურ საბჭოზე მოხდება, ის მიიღებს გადაწყვეტილებას. ჯერ ოფიციალური შედეგები შეჯამებული არ არის. შეჯამდება და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღება. ეს საკითხი არ უნდა შეგვეშალოს და მგონი, ეს კითხვა უნდა დავუსვათ საგარეო საქმეთა სამინისტროს და მთავრობის წარმომადგენლებს, რადგან ისინი არიან ოფიციალური სუბიექტები, ვინც უნდა მიულოცონ“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად რეჯეფ თაიფ ერდოღანი გამოაცხადა.

თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს ხელმძღვანელის, აჰმეთ იენერის განცხადებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებულია ხმათა 52.14 პროცენტით.