ირაკლი კობახიძე: იმედი მაქვს, რომ ბრიუსელში პრეზიდენტის განცხადებები არ იქნება სახელმწიფო ინტერესებისთვის დამაზიანებელი

ირაკლი კობახიძე: იმედი მაქვს, რომ ბრიუსელში პრეზიდენტის განცხადებები არ იქნება სახელმწიფო ინტერესებისთვის დამაზიანებელი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ბრიუსელში გაკეთებული განცხადებები სახელმწიფო ინტერესებისთვის დამაზიანებელი არ იქნება.

„იმედი მაქვს, ამ შემთხვევაში, პრეზიდენტის განცხადებები არ იქნება ჩვენი სახელმწიფო ინტერესებისთვის დამაზიანებელი, მათ შორის ევროინტეგრაციის მიმართულებით, სხვა კომენტარისგან ჩვენ თავს შევიკავებთ. მე ვსაუბრობ შესაძლო განცხადებებზე, რომელმაც შეიძლება სახელმწიფო ინტერესები დააზიანოს. იმედია, ასეთი განცხადება არ იქნება“, - განაცხადა კობახიძემ.