საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ოზურგეთის ცენტრალურ პარკში საქართველოს დამოუკიდებლობის 105-ე წლისთავი აღინიშნება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ოზურგეთის ცენტრალურ პარკში საქართველოს დამოუკიდებლობის 105-ე წლისთავი აღინიშნება

ცენტრალურ პარკში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება. წარმოდგენილია ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო სივრცე, ანიმატორები; კოსტიუმირებული მსახიობების და ორკესტრის მსვლელობა, თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა, ჩატარდა კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით. დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს 17:10 საათზე შესრულდა საქართველოს ჰიმნი.

ღონისძიებაზე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე და ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია იმყოფებიან. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდება.

მსმენელის წინაშე წარდგებიან გელა გნოლიძე და „ღამის შოუს ბენდი.

“ #ესდღეჩვენია #თავისუფლებისსიყვარულით #26მაისი #ოზურგეთი