მიხეილ სააკაშვილი - ჩემთან იმყოფებოდა ანდრეი კასიანოვი - ბევრი ვისაუბრეთ უკრაინისა და საქართველოს პერსპექტივებზე, დავემშვიდობე და მადლობა გადავუხადე

მიხეილ სააკაშვილი - ჩემთან იმყოფებოდა ანდრეი კასიანოვი - ბევრი ვისაუბრეთ უკრაინისა და საქართველოს პერსპექტივებზე, დავემშვიდობე და მადლობა გადავუხადე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრეი კასიანოვმა მოინახულა.

როგორც მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მან ანდრეი კასიანოვთან უკრაინისა და საქართველოს პერსპექტივებზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა ორი ქვეყნისთვის გაწეული შრომისთვის.

„დღეს ჩემთან იმყოფებოდა საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრეი კასიანოვი, რომელიც ასრულებს თავის მუშაობას საქართველოში, ბევრი ვისაუბრეთ უკრაინის და საქართველოს პერსპექტივებზე, დავემშვიდობე და მადლობა გადავუხადე ორი ქვეყნისთვის გაწეული სამუშაოსთვის”, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

Maverick გადააჯ..თ ერთმანეთს!
10 თვის უკან